Feeds:
პოსტები
კომენტარები

იძულებითი პოსტი

მაშასადამე ეს სარამო უსაქმურობას მივუძღვენი ხოდა ამ უსაქმურობაში კომპიუტერთან აღმოვჩნდი და ინტერნეტ-სივრცეი ძრომიალისას ჯერ თინის წინაშე აღმოვჩნდი და შემდეგ რაღათქმაუნდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თინის ბლოგზეც გადავინაცვლე :D [გაგიკვირდათ ხო?] იქიდანაც რაღათქმაუნდა ერთადგილზე ხო ვერ გავჩერდებოდი და თინის ერთადერთ [იმედი მაქვს ჯერჯერობით ერთადერთ] ვიდეოპოსტს წავაწყდი :) გინდა მიკერძოება დაუძახეთ და რაც გინდათ ის ქენით: მიყვარს ეს ბლოგი და მისი ავტორიც :) ხოდა რაზეც წამოვიწყე ეს საუბარი, ამას ვკითხულობდი და თავზე თინის  ლანდი მადგა და მეუბნებოდა: დაწერე ბარონ დაწერე, შენ მკითხველს შენი ტკბილი ენა მოენატრაო. [სკამზე მაგრად ისხედით სიცილისგან არ გადაყირავდეთ] მოკლედ ბევრი დრო რო აღარ წაგართვათ ეგტყვით რომ ეს იყო პრედსტავიწელსკი თამაში, არაფერი სხვა :) კლავიატურის ხმარება რო არ დამავიწყდეს იმისთვის ვპოსტავ :) და ისევ თინის მადლიერები იყავით რა :) ქართულ ბლოგსამყაროს  ეს პატარა გოგო რო არ ყავდეს რა ეშველებოდა ნეტა? :)

ძალიან მინდა ჩემი ბლოგი განვითარდეს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ამისთვის კი უფრო მეტი ნაყოფიერი შრომაა საჭირო, უფრო მეტი პოსტი და ახალი იდეა, ოღონდ არა ხალტურშიკური იდეა.

როგორც უკვე შეამჩნევდა “მუდმივი მკითხველი” მე სვითის გაკვეთილებს ვერ შევუერთდი და ჩემი ბლოგის განვითარებისთვის ესეთი რაღაც მოვიფიქრე: უფრო ხშირად ვესტუმრები სხვადასხვა ბლოგებს და მათი პოსტებიდან ზოგიერთს [რომელიც უფრო მომეწონება] გამოვიყენებ ჩემი პოსტის იდეად. მოკლედ რომ ვთქვა იდეებში ვიჭრები და ამაში ცოტა ხელის წახმარება მჭირდება. მაგრამ ქურდბაცაცა არავის ვეგონო! ნურას უკაცრავად, ეს პოსტები მხოლოდ და მხოლოდ © იარლიყით იხილავს დღის სინათლეს და მხოლოდ იმ ბლოგერის თანხმობით რომლის ბლოგიდანაც არის აღებული ესა თუ ის თემა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ მე და ილია [ელიაძე] მეორე კორპუსთან ვიდექით და ვბჭობდით იმაზე თუ რომელი ვიყავით გაზგასული ბორჯომივით და რომელი გამორთული მაცივარივით, აგრეთვე იმაზეც რომ გვშიოდა და რამეს თუ არ მოვიმოქმედებდით ამის აღსაკვეთად ილიასი არ ვიცი მაგრამ ჩემი კუჭი მალე ცოცხალ-მკვდარს მაგინებდა. ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტეთ და გავწიეთ ალბათ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი სწრაფი კვების ობიექტისაკენ სახელად “ორი ლულა”. რათა ორი ლობიანითა და ერთი ხაჭაპურით შევნაყრებულიყავით და ახლა ამ მომენტის კულმინაცია რისთვისაც პოსტის ამ ნაწილს ასე გულდასმით აღვწერ: ჩვენ შევძელით ის რაც აქამდე კაცობრიობამ ვერ შეძლო: ერთი ნახევარლიტრიანი კოკა-კოლით “ვიგრიალეთ” :D არამგონია ვინმე მიმხვდარიყო ამის აზრს ამიტომ აგიხსნით: როცა ზემოხსენბულ კერძებს ვუკვეთავდით მიმტანმა გოგონამ შემოგვთავაზა რაიმე გამაგრილებელს ხომ არ ინებებთო [სად ცხელოდა?], ილიამაც ხურდები[!] გადათვალა და დიდსულოვნად უპასუხა: მოიტა ერთი კოკა-კოლა, თუ გრიალია გრიალი იყოსო, აქეთ ჩვენ გვეჭირა მუცლები ხელით იქით იმას :D
ის ის იყო “ორი ლულიდან” ისევ მეორე კორპუსში ამოვბრუნდით და ჰოი საოცრებავ!!! აღმოჩნდა რო იმ დღეს ერთერთი ახლადგაცონობილი კურსელის დაბ.დღე იყო, ჩვენც ჩვენს თანატოლს ხომ არ ვაწყენინებდით, გავყევით ნახალოვკის ყველაზე შორეულ წერტილში, ერთ ნაქირავებ ოთახში და სამი შეკვრა ხინკლით “ვიქეიფეთ”. აი კადრებიც ამ ნადიმიდან
ეს ის ღვინოა[ღვინო რა,ღვინის ნაწილი] რომლითაც ყელი ჩავიკოკლოზინეთ:

ეს კი ცოტა უცნაური სანახაობა [ყოველ შემთხვევაში ჩემთვის]


ელიაძე ხინკალს კეჩუპით მიირთმევს, მარტო კეჩუპით რა უშავს? თან პურს ატანს :D
თამადად ზემოთ უკვე მრავალგზის ნახსენები ელო დავნიშნეთ, ის კი იტყოდა ორ სიტყვას და….. რაც მე ვერ დაგლოცოთ აგერ ბარონმა დაგლოცოთ და გადმომილოცავდა :D ცოდვა გამხელილი ჯობია და სუ ორჯერ ქნა ეგრე და მეც რა მინდოდა საღადაო საგნად გავიხადე.

პაუზა….

ალბათ იმ რამოდენიმე მკითხველთაგან რომლებიც ჩემს ბლოგს ყავს[:D] უმეტესი ნაწილი შენიშნავდა რომ ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა. ამის მიზეზებს სხვა დროს მოგითხრობთ ეხლა კი იმაზე მოგიყვებით თუ რა სიახლეებია ჩემს პირად ცხოვრებაში ან თუნდაც კარიერაში. მოდით ამ უკანასკნელიდან დავიწყებ, ოღონდ ძალიან მწარედაც ნუ გამაკრიტიკებთ. მაშ ასე: მუშაობა დავიწყე პრესის გავრცელების სააგენტო “ელვასერვისში”, ფოსტალიონი ვარ რა, ვიცი რო დიდი ვერაფერია და არც დასაკვეხად მაქ საქმე მაგრამ ამ წუთითვის ჯერჯერობით უკეთესი ვერაფერი ვიშოვე. ხელფასი სულ რაღაც 100 GEL მაქვს :( მეტი არ გერგებაო. ყოველ დილას 5-6 საათზე ვდგები და საბურთალოს ვამარაგებ ყოველდღიური პრესით
ფოსტალიონი
ბოდიშს ვიხდი ესოდენ მოკლე პოსტისთვის და პირობას გაძლევთ რომ უფრო ხშირად მოგაწვდით ინფორმაციას.

დღეს სათვალე გავაკეთე როგორც იქნა :) თითქმის მთელი თვეა ჩარჩო გამიტყდა და დღეს მოვიგდე ფული ხელში და ახალ ჩარჩოში გადავატანინე :) დიდი არაფერი მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მგონი. აი:

და კიდე ოპტიკიდან რო გამოვედი საკანცელარიო საქონელი ქონდა კაცს იქვე და ეს ბლოკნოტი მომეწონა და ვიყიდე, რაღაცის დაწერა რო მინდა ხოლმე ბლოგისთვის სუ რაღაც ფურცლების ნაგლეჯებზე ვწვალობ და ამის მერე მექნება ბლოკნოტუკა :) აი ისიც:

Older Posts »