მოდით რაც დღეს უნდა მოგიყვეთ იმ ამბავს ჯერ ორიოდ სიტყვას წავუმძღვარებ წინ[მათთვის ვინც არ მიცნობს]: დაახლოებით სამი თვის წინ, უფრო სწორად 17 იანვარს მოვიყვანე ცოლი, ანუ დავოჯახდი[ძალიან მიყვარს ეს სიტყვა:)].ერთად თანაცხოვრების დაწყებამდე ზუსტად წლის და 11 თვის წინ გავიცანით ერთმანეთი, ანუ 17 თებერვალს, ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე. დროის ამ მონაკვეთიდან დაახლოებით 1.5 წელია რაც გვიყვარს ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ცხოვრების დრო იყო უკვე და ასე აჯობებდა ორივესთვის. ასეც მოხდა, ყველაფერი ცივილიზებულად და ადამიანურად მოვაგვარეთ, ოჯახების გაცნობა, ნიშნობა და ა.შ. მალე შევამჩნიეთ რომ ჩვენ უკვე ორნი აღარ ვიყავით :) ძალიან გამახარა მეუღლემ როცა მითხრა [უფრო სწორედ სახეგაბადრულმა და თვალებგაცისკროვნებულმა მახარა] რომ ორსულად იყო. მართალს ვიტყვი: მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, აბსოლუტურად განსაკუთრებული შეგრძნებაა, ვერაფერს შეადარებ . ბევრი რომ არ გავაგრძელო დღეს კლინიკაში მყავდა, კონსულტაცია, ანალიზები, ექოსკოპია და მთელი ამბები. ბავშვი ნორმის ფარგლებში იზრდება, ზომით, წონით, გარეგნულად ყველაფერი ნორმასა და წესრიგში და თავის ადგილას აქვს. ექიმი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ყველაფერი ძალიან მომწონს და ძალიან ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობაო. და ახლა კულმინაციასაც მივაღწიეთ: თავიდან არ გვინდოდა გაგვეგო სქესი მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ გადაგვძალა და . . .
ბიჭია ! ! ! ბიჭიიი ! ! ! . . .
gilocav
gaixare
გილოცავ : )))
madloba :)
davit gilocav!!!