C1 [1953-1962]
Motorama-ს ავტოსალონზე 1953 წარდგენილ იქნა ამერიკისთვის სრულიად ახალი ავტომობილი—ორკარიანი კუპე Chevrolet Corvette. მან მიიღო მსუბუქი, პლასტმასის ძარა მეტალის კარკასით, რომელიც მძლავრ ჩარჩოზე იდგა. მას ქონდა ერთ მწკრივში ჩალაგებული ექვსცილინდრიანი ძრავი, 3.9 ლიტრი მუშა მოცულობით და 150 ცხ/ძ-ით.[იმ დროისთვის ეს სრულიად საკმარისი იყო] მას ხიდთან ორსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი “Powerglide” აკავშირებდა. სულ დამზადდა 300 ეგზემპლარი, მას ორფერი საღებავი ქონდა, წითელი და თეთრი…

ფოტოზეა 1958 წლის მოდელის Corvette — ეს ვარიანტი წინაზე პოპულარული იყო — 1956-1962 წლებში 69 015 ასეთი ავტომობილი იქნა გამოშვებული. მიჩნეულია რომ ამ ავტომობილის წარმატებაში მთავარი დამსახურება ეკუთვნის ცნობილ ავტომრბოლელს [Zora Arkus-Duntov]. მან შეუსისხლხორცა კორვეტის ოჯახს ახალი ტიპის ძრავი Small Block, 4.3 ლ-იანი კარბურატორიანი V8, და ასევე 3 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ხოლო 1957 წლიდან დაიწყეს ინჟექტორული 4.6 ლ-იანი V8-ების გამოშვება 4 საფეხურიანი მექანიკით, ორივე ვარიანტი გამოდიოდა მხოლოდ როდსტერის ძარაზე.
С2 Sting Ray [1963—1967]
ცნობილი Sting Ray. ბევრის აზრით იგი საუკეთესოა მთელი მოდელის ისტორიაში, ვერაფერს იტყვი–ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ერთი უდავოა: მანქანა მართლაც არაჩვეულებრივია, მარტო დიზაინი რად ღირს! C2–ის დიზაინზე მუშაობდნენ ცნობილი კონსტრუქტორები: ლარი შინოდა [ მუსტანგის შემქმნელი] და უილიამ მიტჩელი. მათი ცდით ავტომობილმა მიიღო დამოუკიდებელი ორბერკეტიანი საკიდარი გასწვრივ რესორებზე[ეს სისტემა კორვეტზე დღემდე გამოიყენება], ძარის განუმეორებელი დიზაინი და Big Block–ის ოჯახის უმძლავრესი V8 — თავიდან 425 ცხ/ძ–იანი 6,5 ლ–იანი, ხოლო შემდეგ 7ლ–იანი 435 ცხ/ძ–იანი, აღჭურვილი სამმაგი კარბურატორით[(Tri Power]. C2 გამოდიოდა კაბრიოლეტის და კუპეს ძარით. სულ გამოვიდა 117 964 ერთეული. ძლიერმა ჩარჩომ რომელზეც იყო აწყობილი C2 გასაქანი მისცა იტალიელ დიზაინერებს [ატელიე Pinifarina] შეექმნათ ულამაზესი და რაღათქმაუნდა იტალიელებისათვის დამახასიათებლად დახვეწილი Chevrolet Corvette Rondine Pininfarina Coupe.
დღესდღეობით ეს მოდელები ძალიან ძვირად ფასობს, იმდენად ძვირადაც კი რომ შეუძლია ფორა მისცეს ბევრ დღევანდელობის საუკეთესო მოდელს! 1961 წელს, C2–ის ბაზარზე ჩაშვებამდე გადაწყდა რომ პუბლიკის ინტერესი კიდევ ერთი მოდელით გაეღვივებინათ Corvette ZL1 Mako Shark, რომელიც შემდგომში არანაკლებ საინტერესო გახდა მოყვარულებისთვის ვიდრე საბაზო C2.
ხოლო 1963 წელს გამოშვებულ იქნა ვერსია Grand Sport, რომელიც დღესაც გვევლინება მსოფლიოს კილექციონერების ნადირობის ობიექტად.
ზორა არკუს–დანტოვის საიდუმლო პროექტით დამზადებულმა მოდელმა საბოლოოდ ვერ იხილა მსოფლიოს სარბოლო ტრასები, მაგრამ ამერიკაში მოიხვეჭა ღირსება და პატივისცემა. აგებული იქნა სულ 5 ეგზემპლარი, აღჭურვილი ძრავით V8, Weber–ის ოთხი(!) კარბურატორით, მუშა მოცულობით 6.2 ლ. ის 550 ცხ/ძ–ას ავითარებდა.
C3 Stingray [1968-1982]
მესამე თაობაში სახელწოდება Stingray[რაკეტა] უკვე ერთად დაიწერა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ამ ავტომობილში დიზაინია! მესამე კორვეტი აწყობილი იყო 1965 Mako Shark II–ის ბაზაზე. დევიდ ჰოლზის მიერ შექმნილი დიზაინი უბრალოდ დიდებულია! დაკუნთული გვერდითი ფრთები, ბორტების ურთულესი პლასტიკა, ეს დიზაინი დღესაც მოოიხსენიება როგორც ერთ–ერთი ულამაზესი. ამ პლასტიკის შექმნისას დევიდ ჰოლზს ამხნევებდა არა რაღაც, არამედ…. «კოკა–კოლის» ყინულოვანი ბოთლი. [ბოთლის დიზაინის ავტორი რეიმონდ ლოუი განთქმული იყო აგრეთვე როგორც ავტოდიზაინერი]. ამ დიზაინის ფონზე ადამიანს ტექნიკური მახასიათებლები თითქოსდა ავიწყდება, უკანა პლანზე გადადის, მაგრამ მათზე მაინც ღირს საუბარი. ავტომობლს ქონდა ისეთივე საკიდარი როგორც C2-ს, და ძრავებიც თავიდან ასეთივე იყო. მაგრამ 1969–ში გამოჩნდა უახლესი Small Block 5,7 ლ. მუშა მოცულობით[300ცხ/ძ.], ხოლო შემდეგ Big Block 7.0 ლ. [390ცხ/ძ.]. მაგრამ 1972 წლიდან ძრავების აწყობა დაიწყო ახალი სტანდარტებით და უმძლავრეს 7.4 ლ–იან Big Block-ს “მხოლოდ” 270 ცხენის ძალა ქონდა, ხოლო საწვავის ფასებთან დაკავშირებული პრობლემების გამო Small Block-ს მხოლოდ 205 ცხ/ძ–ზე შეეძლო ქონოდა პრეტენზია. ამავე წელს წარმოებიდან მოიხსნა ვერსია კაბრიოლეტის ძარით… მაგრამ მაინც, C3 შედგა, ამაზე მიუთითებს გაყიდვების სტატისტიკა: 542 861 ცალი C3 იქნა გაყიდული. აგრეთვე იქნა გამოშვებული განსაკუთრებული ვერსია ZL1 [სპეციალურად სარბოლო ტრასისთვის]
ამ ვერსიის ძრავი 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ ადვილად ფორსირდებოდა 600+ ცხ.ძ–მდეც.
ხოლო ფოტოზე გამოსახული ეგზემპლარი მიეკუთვნება განსაზღვრულ სერიას 25th Aniversary. ისინი გამოვიდა მხოლოდ ერთ ფერში: ვერცხლისფერი მეტალიკი და მიეძღვნა პირველი კორვეტის გამოშვების 25 წლისთავს…….
to be continue . . .
C4 {1983-1996}
C5 {1997-2004}
C6 {2004-2010}
ZR1 «Hero Edition» . . .







