C4 [1983-1996]
მეოთხე კორვეტის დიზაინი მის წინამორბედებთან შედარებით წარჩინებული დიზაინით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ის ფლობდა სერიოზულ აეროდინამიკულ თვისებებს. ხოლო მისი ტექნიკური მხარე კარგად იყო მოფიქრებული. მაგრამ… სიმძლავრეზე დაწესებული გადასახადების გამო წარსულს ჩაბარდა ვეებერთელა, დიდკუბატურიანი Big Block-ი. ახლა კორვეტს ყველაზე ძლიერი 5,7ლ–იანი ძრავიდან მხოლოდ 230 ცხ.ძ–ის გამომუშავება შეეძლო. ეს რათქმაუნდა ვერც კი ედრებოდა 300–390 ცხ.ძ–იან C3-ს. მაგრამ ფლობდა რა სხვა კარგ თვისებებს, მეოთხე თაობის კორვეტს თავისი წინამორბედების სახელი არ შეულახავს. ხოლო 1986–ში კაბრიოლეტიც დაბრუნდა… სულ აწყობილ იქნა 358 180 ეგზემპლარი. 1990–ში C4-ის ბაზაზე აიწყო პირველი ZR1.
L98 მოდელის 375 ცხ.ძ–იანი V8 კომპანია Lotus–თან თანამშრომლობით აიწყო. მისი ცილინდრის ბლოკის თავი ალუმინის შენადნობისგან იყო დამზადებული. გამანაწილებელი ლილვები [ორი ცალი ბლოკზე] ბლოკის თავში იყო განლაგებული, ხოლო თითო ცილინდრზზე 4 სარქველი ქონდა. აი ეს კი სულაც არ არის დამახასიათებელი ნამდვილი «ამერიკელისთვის»! ასევე 1996 წელში იქნა გამოშვებული ლიმიტირებული ვერსია Chevrolet Corvette C4 Grand Sport, მას ეს სახელი 1963 წელს გამოშვებული მოდელის საპატივცემულოდ ეწოდა. სულ გამოვიდა 810 ეგზემპლარი.
С5 [1997-2004]
1997 წელს კორვეტმა მიიღო ის სახე რომლითაც ის უმეტესობისთვის არის ცნობილი. მოდელმა C5, რომელიც ინჟინერმა დეივ ჰილომ და დიზაინერმა ჯონ კაფარომ შეიმუშავეს, მიიღო ახალი პლატფორმა–დაკიდების სისტემა კარბონის გასწვრივ რესორებზე და მონოკოკის ძარა მძლავრ ფართო კარკასზე. მის ძრავს უკანა ხიდთან Tremec T56 აკავშირებდა, 6–სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ახალი პლატფორმის საინტერესო თავისებურება იყო მისი იატაკი, რომელიც თავისებურ «სენდვიჩს» წარმოადგენდა, ის ორმაგი მეტალისგან იყო დამზადებული რომელთა შორისაც ხის დაფა იყო მოთავსებული, ის იდეალურად შთანთქავდა ვიბრაციას, ძლებდა დიდხანს და იყო მაგარი, სწორედ ეს იყო მიზეზი მისი მასალად არჩევისა. სტანდარტული ვერსია აღჭურვილი იყო 5,7 ლ–იანი V8–ით, რომელიც 345 ცხ.ძ–ს გამოყოფდა, ხოლო ვერსია Z06 – ასეთივე, ოღონდ 385 ცხ.ძ–იანი ძრავით. ასევე Z06 გამოირჩეოდა საკიდარის სქემით და მძლავრი კარკასით, აგრეთვე მისი ამორტიზატორის ზამბარები ალუმინისგან იყო დამზადებული. სულ აიწყო 247 851 ცალი C5 კუპესა და კაბრიოლეტის ტიპის ძარაზე. FIA GT-სა და ALMS რბოლებისათვის C5–ის მოდელ Z06-ის ბაზაზე აიწყო GT1 კლასის ავტომობილი Chevrolet Corvette C5.R.
C6 [2005-2010]
2004 წლის დეტროიტის ავტოსალონზე წარდგენილ იქნა სუპერთანამედროვე Corvette C6 კუპესა და კაბრიოლეტის ძარაზე. იგი აიწყო C5–ის განახლებულ პლატფორმაზე, მას დარჩა იგივე საკიდარი, იგივე სქემა და უკან გადაწეული გადაცემათა კოლოფი, მაგრამ მან მიიღო 6,2 ლ–იანი უახლესი აგრეგატი რომელიც უდიდეს სიმძლავრეს და მბრუნავ მომენტს ანვითარებდა: 437 ცხ.ძ. და 585 ნ.მ.! 2008 წელს მოდელმა მიიღო განახლებული ტრანსმისია, გამომყოფი სისტემა, ძარის ახალი ფერები, ახალი სახის დისკები და განახლებული ინტერიერი. მის ბაზაზე შეიქმნა რამოდენიმე მოდიფიკაცია.ერთერთი მათგანია Corvette Z06.
ამ ვერსიაში სხვებისგან განსხვავებით უფრო ფართოდაა გამოყენებული ალუმინის ელემენტები ძალისმიერ აგრეგატში, აქვს ალუმინისვე ამორტიზატორის ზამბარები, და აგრეთვე უმძლავრესი 505 ცხ.ძ–იანი 7 ლ–იანი ძრავი LS7. ამ მოდელზე აიგო სარბოლო C6.R.
შევროლეს მარკის იმედი ALMS და FIA GT–ს რბოლებში. ავტომობილი ააწყო კერძო გუნდმა Pratt&Miller , იგი აღჭურვილია Z06-ის მოდიფიცირებული ძრავით და მისგან განსაკუთრებული საიმედოობით გამოირჩევა. ამ ბოლო თვისებამ შეაძლებინა 2005 წლიდან მოყოლებული აწ უკვე ხუთჯერ გაემარჯვა ლე მანის 24–საათიან რბოლაში! ამ მოდელის კიდევ ერთი და უმძლავრესი მოდიფიკაცია ZR1
აღჭურვილი კომპრესორიანი, 6.2 ლ–იანი LS9-ით, რომელიც კორვეტისთვის ჯერ არნახულ, 638 ცხ.ძ–ას ანვითარებს. ა.შ.შ.–ში ამ მონსტრის ფასი 103 000$–ია [შედარებისთვის «უბრალო» C6 49 000$ ღირს]
თანამედროვე მოდელების ერთადერთი ნაკლი [თუ ეს ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს] უკანა დიფერენციალის ზედმეტი ხმაურიანობაა. ამ დროისთვის კორვეტის სამუშაო ჯგუფი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში კომპანია XADO–სთან ერთად მუშაობს იმისთვის რომ Z06-ში ეს ნაკლი აღმოფხვრას.
Corvette ZR1 Hero Edition
Chevrolet-მა სპეციალურად საქველმოქმედო ფონდ Kids Wish Network–ისთვის მოამზადა ZR1-ის სპეციალური მოდიფიკაცია, რომელმაც მიიღო სახელწოდება Hero Edition. ავტომობილი შექმნილია ერთადერთ ეგზემპლარად 1967 წლის კლასიკურ Chevrolet Corvette 427–თან ერთად. 2009 წლის 23 დეკემბერს ეს ორი ავტომობილი ერთად გათამაშდა სპეციალურ ლატარიაში, ხოლო შემოსული თანხა გადაერიცხა ფონდ Kids Wish Network–ს. ჩვეულებრივი ZR1–ისგან ეს მოდიფიკაცია განსხვავდება ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებით, იგი გადაწყვეტილია წითელ–ნარინჯისფერი ზოლებით კაპოტსა და საბარგულის სახურავზე. ამავე სტილშია გაფორმებული ძრავის დიზაინიც.იგი აგრეთვე გამაგრებული დამატებით კარბონის სამაგრებით. მათთვის კი ვინც ვერ განასხვავებს ამ მოდელს სტანდარტულისგან [!] მოდელს ძარაზე აქვს კლიშეები წარწერით «Hero Edition». ამას გარდა კაპოტის შიგნითა მხარეს თავისი ავტოგრაფები დატოვეს Chevrolet-ის ინჟინრებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ Chevrolet-ის ამ სუპერქარის დამუშავებაში. ტექნიკური მახასიათებლები მოდიფიკაციას მამობილი ZR1-ისგან დარჩა.









