Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მაისი, 2009

ოოოო დღეს დიდი დღეა დიდი!!! :) დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, 50 წლის გახდა, იუბილეй სლუში :) ხოდა ეხლა იმ დროს როცა მე კომპიუტერთან (ანუ როგორც ესენი ეძახიან ჩემს საყვარელ მეუღლესთან) ვურთიერთობ ჩემ სახლში დიდი სამზადისია. დედაჩემი, დედაჩემის დაქალი, მამაჩემი, ჩემი და, ძმა, რძალი, დეიდაჩემი, დეიდაშვილები და რავიცი კიდე ვინ არა გიჟებივით დარბიან და სტუმრების დასახვედრად ემზადებიან :) დილას ზახარიჩი (მამაჩემი) გაიქცა და ბატკანი მოიყვანა, თვითონ დაკლა, თვითონ გაატყავა და ჩაქაფულისა და ყაურმისთვის თვითონვე მოამზადა. მაგარი კაცია რა :) ეხლა წავალ ცოტას მივეხმარები თორე ტვინი გაბურღეს და საღამოს რა მოხდება მოგიყვებით :) ვსმისლე ხვალ დილით მოგიყვებით :)

Advertisements

Read Full Post »

ბავშვობიდან რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ოთხთვალა ტრანსპორტისადმი, სანამ ტარებას ვისწავლიდი სუ გარაჟში ვიყავი, მამაჩემის მანქანასთან: ხან ვწმენდავდი, ხან ვათვალიერებდი, ხან  კაპოტში ვძვრებოდი, ხან კიდე უბრალოდ შიგნით ვჯდებოდი და საჭეს აქეთ–იქით ვატრიალებდი…..როცა ტარება ვისწავლე თავიდან სცეპლენია მაგრად მიხტებოდა და მანქანა მიქრებოდა [როგორც ალბათ ყველას :) ] და მაგრად ვიშლებოდი ნერვებზე. როცა მამაჩემმა პირველად დამრთო ნება რო მარტო წავსულიყავი და მუხიანში გამესეირნა ეს რაღაც იყო….. რაღაც დიდი…… პასუხისმგებლობა…..სიამაყე…….რაღაც დოზით შიშიც და საკუთარი თავის პატივისცემა……წარმოიდგინეთ კაცმა საკუთარი ხელით აწყობილი VAZ  2107 14 წლის ღლაპს მანდო :) მაგ დროს უკვე აღარც სცეპლენიიდან მიხტებოდა ფეხი და საკმაოდ კარგად დამყავდა :) როცა სამი საათის მერე სახლში მოვედი ბაკში ბენზინი თითქმის აRარ იყო :) მე კიდე ემოციებით სავსე ნეტარების ბურანში გახვეული ვიყავი და საერთოდ აღარ მესმოდა ვინ რას მეუბნებოდა :)

თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე, ყოველდღეც კი მეცვლებოდა გემოვნება, ხან W 124–ზე [ეშკა] მეკეტებოდა ჭკუა [როცა პირველად ვნახე საქართველოში ერთადერთი, მაშინ ერთადერთი  E500 AMG ]  პირველი ეგზეკუტი რო ვნახე მაშინ ხო კინაღამ ჭკუიდან გადავედი, BMW-ს ხმა რაღაც სასწაულად მიზიდავდა, შემიყვარდა. ყველა მანქანის დანახვაზე სხვადასხვა შეგრძნება მებადებოდა: ზოგი სიმძლავრის ეტალონი იყო, ზოგი ერთი დიდი სილამაზე, დიზაინის შედევრი, ზოგი მარტო ფუფუნებისთვის იყო შექმნილი.

პირველ სპორტული მანქანით გასეირნება საერთოდ სხვა თემაა……. BMW M3 E36 ძააალიან მაგარი იყო, ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნება იყო შედარებით იმათთან რაც მანამდე განმიცდია, არა სწრაფად როგორ არ მივლია მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო დამიჯერეთ, შეიძლება ბევრჯერ მას მერე ბევრით ჩქარა ვიარე სხვა მანქანით მაგრამ ის შეგრძნება არ მავიწყდება დღემდე და ისეთი რაღაც მეორეჯერ აღარც განმიცდია.

როცა პირველად ვნახე ჩემი ოცნების მანქანა რომელზეც მისი პირველი მოდელის გამოსვლის დღიდან ვოცნებობდი ფსიქოლოგიური შოკი იყო: მამაჩემის სამსახურიდან მოვდივარ და უცებ სპორტის სასახლესთან ვხედავ…… ყვითელი, შავი დისკები, შეიძლება იტქვას მანქანა ასფალტზე წევს…… ერთი კი ვიფიქრე დაღლილი ვარ ხოარ მელანდებათქო მაგრამ ახლოს რო მივედი დავრწმუნდი, ისაა…… Lamborghini murcielago LP640 არ ვიცი განგიცდიათ თუ არა მაგრამ გარრწმუნებთ: მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა შენ ოცნებას ხელით ეხები და რწმუნდები რო არ გეჩვენება :)

მოდი დღეისთვის ამას ვიკმარებ და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკებ :) მერწმუნეთ მანქანებზე ლაპარაკი არასდროს მომბეზრდება ;)

Read Full Post »

მოკლედ ეს თინი რო არ არსებობდეს რა მეშველებოდა რა :) თინი შენი ფანი ვარ  :) ამ პოსტის შექმნის იდეაც თავად მას ეკუთვნის, აბა მე წერის ხასიათზე ვარ და ვერ ვწერ, არ მეწერინება და მორჩა. ხოდა ისევ მან მომაწოდა იდეა რაზე შეიძლება ამ წუთას ვილაპარაკო. მე იმიტო ვერ მოვიფიქრე რო არც თავში მომდის რამე, პახოდუ ხელი მტკივა, პახოდუ შეყვარებულმა მომიშალა ნერვები [დღეს მეჩქარებაო და დიდი ხანი ვერ გავჩერდებიო შენთან ერთადო, არადა ისე მომენატრა ლამის გავრეკო] პახოდუ [რას ავიჩემე ეს “პახოდუ”] ანგარიშზე აღარ მაქ [რას გააუქმეს ეს ერთი ტონა ესემესი რას ერჩოდნენ ვინ ეხვეწებოდათ?] და მოკლედ ყველაფერი ჩემ ნერვებზე მოქმედებს. ამ ბოლო დროს მართლა ძაან ცუდად ვგრძნობ თავს, ადრე ვხუმრობდი და ეხლა მემგონი მართლა მივითარდება ნევროზი. ისეთ რამეებზე ვფეთქდები და ვცოფდები რო მერე რო დავმშვიდდები კინაღამ ჩემ თავს ავარტყა პადლეცი :(იცით რა მიკვირს?ბევრი ჩემი მეგობრის თქმით ძალიან მაგარი ფსიქოლოგი ვარ, ისეთი დეპრესიიდან გამომიყვანია ხალხი მე თვითონაც გამკვირვებია მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვუხერხებ და ვერც ვერავინ ახერხებს დამამშვიდოს :( ვისაც შეუძლია იმას არ უნდა . . . . .

Read Full Post »

დებიუტი

არცთუ ისე დიდი ხანია მშობლიური თსუ–ს ფორუმის მეშვეობით შევიტყვე ბლოგის არსებობის შესახებ www.forum.tsu.ge და უფრო ნაკლები ხანია რაც ჩემი პირადი ბლოგის შექმნის სურვილი გამიჩნდა…..
თითქმის მუდმივი მკითხველი ვარ ჩვენი საერთო ნაცნობის თინის ბლოგისა და უცბად დამარტყა თავში: იქნებ მეც შევქმნა ბლოგი და გავაცნო ხალხს ჩემი თავი? გავაგებინო ყველას ჩემი ტკივილი და სიხარული, ჩემი ინტერესები, სურვილები და ოცნებები. ერთი სიტყვით მოვინდომე “სულს მივაჭედო სახელური რომ ყველამ კარივით შემოაღოს……”
ხოდა დავიწყე ფიქრი: საიდან დავიწყო? მე ხომ ბლოგების [როგორც დღევანდელი ახალგაზრდები ანუ ჩვენ ვიტყვით ხოლმე] გარტყმაში არ ვარ :)
პირველი რაც გავაკეთე უკვე ზემოთხსენებულ და ყველასათვის კარგად ცნობილ თინის დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე :)
მანაც შეძლებისდაგვარად ამიხსნა და დამეხმარა ბლოგის შექმნაში, თითო კითხვას ათჯერ ვუმეორებდი დაუნივით [არადა მართლა არ ვარ ეგეთი] თინიც ოლიმპიურ მოთმინებას იჩენდა და მიმეორებდა :)
ჯერ ხო იმაზე მომეშალა ნერვები რო რაც მე მინდოდა იმ სახელთან ათი კილომეტრის რადიუსში ყველაფერი დაკავებული იყო :( მაგრამ ბოლოს მაინც მივაგენი რაღაც სასურველთან მიახლოვებულს.
როგორც იქნა მივედით დიზაინის არჩევამდე……
ნუუუ კაშმარ!!!
რაც მე მომწონს არ ვარგა, რასაც თინი მირჩევს არ მომწონს :)
როგორც იქნა მოვახერხეთ ეგაც :)
და აი მეც მოვედი :) ახლადგამომცხვარი ბლოგერი :)

Read Full Post »

Hello world!

მოიცა მოიცა რა Hello world რის Hello world? ეს გამოდის ჩემი ბლოგის პირველი პოსტი? აბა მე რო დებიუტი დავწერე ის რა იყო? მოკლედ რა სუ დავიბენი რა.

კაი ბატონო ვორდპრეს იყოს ეს პირველი პოსტი!

Read Full Post »