Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი, 2009

დღეს სათვალე გავაკეთე როგორც იქნა :) თითქმის მთელი თვეა ჩარჩო გამიტყდა და დღეს მოვიგდე ფული ხელში და ახალ ჩარჩოში გადავატანინე :) დიდი არაფერი მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მგონი. აი:

და კიდე ოპტიკიდან რო გამოვედი საკანცელარიო საქონელი ქონდა კაცს იქვე და ეს ბლოკნოტი მომეწონა და ვიყიდე, რაღაცის დაწერა რო მინდა ხოლმე ბლოგისთვის სუ რაღაც ფურცლების ნაგლეჯებზე ვწვალობ და ამის მერე მექნება ბლოკნოტუკა :) აი ისიც:

Read Full Post »

26/07/2009 კვირა

01:15……

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება….. არა, არა სტოპ! მოიცა! კაი შუაღამე კი არი [ორის თხუთმეტი წუთია] მაგრამ ეს შუაღამე არც იწვის და წემ ბოლეე არც დნება [ვინ აცდის? ისეთი წვიმა უხათქუნებს მუხიანის შემოგარენში რო ლამის ფანჯარა დავხურო და დედაჩემის პლედი მოვიხურო :D] (more…)

Read Full Post »

ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ რატო ხდება რო ყოველთვის ამ ორ ადამიანს შორის არის უთანხმოება? ერთის ქმრის [შეყვარებულის] და მეორის შვილისთვისთვის. თითქოს ვერ გაუყვიათ ეს ერთი ადამიანი. ეხლა მე პირადად ჩემ თავზე ვწერ მაგრამ როგორც წესი ეს სიტუაცია ყველასთვის ასეა, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.ყველა ყოველთვის ამბობს რო დედას და შეყვარებულს მამაკაცის გულში თავ-თავიანთი განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, და ჩემი აზრითაც ესეა, აბა მე გიჟი კი არ ვარ რო დედა უფრო მეტად მიყვარდეს ან შეყვარებული, მეც ისევე მიყვარს ორივე როგორც ყველა ნორმალურ, ჩვეულებრივ კაცს. ამ ორ სიყვარულს უბრალოდ ვერ შევადარებ ერთმანეთს, შეუძლებელია მათი შედარება, ამას მხოლოდ სულელები აკეთებენ, და ის დედა და შეყვარებულიც სულელები არიან რომლებიც მამაკაცს ეცილებიან ერთმანეთს, არცერთს არ უნდა შეიგნოს რო ორივე მიყვარს, შემოვეფხრიწები ხელში ერთხელაც და ვერ მიხვდებიან. არ ესმით რო შეყვარებული რა სიყვარულითაც მიყვარს ამ სიყვარულით ამ ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანზე მეტად არავინ და არაფერი არ მიყვარს, მართლა მირჩევნია სიცოცხლეს და სიგიჟემდე მიყვარს, და ანალოგიურადაა რათქმაუნდა დედაც, როგორ შეიძლება იმ ადამიანისადმი გრძნობა რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა, გაგაჩინა, ამდენი ტანჯვა და ტკივილი გადაიტანა, გაგზარდა, კაცად აღგზარდა, ამხელა ამაგი აქვს შენზე სხვა ადამიანის სიყვარულს შეადარო? მითხარით ხალხო თუ რამე მეშლება და ვცდები რამეში, დედა უფრო მეტად უნდა მიყვარდეს? შეყვარებული უნდა დავთმო? თუ პირიქით? დედის ამაგი უნდა დავივიწყო და შეყვარებული ვარჩიო მშობელ დედას? ვერაფრით შევაგნებინე რა აღარ სემიძლია უკვე, ისედაც გიტარის სიმებივით მაქ ნერვები დაწყვეტამდე დაჭიმული და ესენი კიდე მიმატებენ რა, დილასაც შეყვარებულთან მაგაზე მოივიდა ჩხუბი რო დედაშენის გემოვნებით არჩეული შარვალი რატო გაცვიაო? ვერ გავაგებინე რო მარტო ვიყავი წასული და მე ვიყიდეთქო. მეტი გზა არ მაქ რა უნდა დავისვა ორივე ერთად და ველაპარაკო და გავარკვიო, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა შეიგნონ არა?

Read Full Post »

მაგრად დავიბენი უკვე რა, არა როგორ არ მქონია ესეთი შემთხვევები რო ყველაფერი ერთმანეთს გადაებმეოდა ხოლმე [одной бедой меньше не становится-ს პრინციპით] და ნერვებს ჯერ ნელნელა და საფუძვლიანად მერე კი უკვე მთელი ძალით მიწეწავდა, მაგრამ ეხლა უკვე მეტისმეტია რა. მთავარი რაც ამ წამს ყველაზე მეტად მოქმედებს მატერიალური [ რბილად რომ ვთქვათ ] სიდუხჭირეა, თორე ამას სიდუხჭირე კი არა სხვა რამე ქვია უკვე, კერძოდ სიღატაკე და კიდე უარესი, უბრალოდ ამის შესაბამის სიტყვას ვეღარ ვპოულობ. თან კიდე ეს რამის მორიგეობები, ღამის თევები და…. ღამის გათენება და უძილობა მართლა არაა ჩემთვის პრობლემა მაგრამ თან რო დაძაბული ხარ და მარტო შენი თავი არ გაბარია მართლა რთული ყოფილა. იცით რა სიტუაციაა?აი შენთვითონ ხარ ნორმალურ ხასიათზე, არც შიში, არც ნერვიულობა, არც დაძაბულობა, მაგრამ როცა შენთან ერთად მყოფი ადამიანი დაძაბულია, შეშინებულია, ვერ ამშვიდებ და პირიქით უფრო დ უფრო ცუდად გრძნობს თავს იმის შემხედვარე შენც იძაბები და ნერვიულდები, თითქოს იმის ხასიათი გადმოგედებაო ისეთი შეგრძნებაა…… კაი ვთქვათ ამ ღამემაც როგორც იქნა ჩაიარა და გავათენეთ, სახლში მოსულს უარესი სიტუაცია მხვდება [ ნეტა არ გათენებულიყო ] აქამდე სად იყავი? სხვის შვილს შენ რატო უნდა უთენო ღამეები? და ა.შ.რატო უნდა უთენო და იმიტო რო შეყვარებულია! ძნელი გასაგებია? თუ შეყვარებული მარტო იმას ნიშნავს რო მარშუტკაში ჩახუტებულებმა უნდა იმგზავროთ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდეთ? თან რაღაცნაირად ჩავიკეტე რა აღარაფერი არ მაინტერესებს, დეპრესიის მოახლოებას აშკარად ვგრძნობ, ერთხელ უკვე მქონდა ეგ პერიოდი და ძლივს გამოვედი, არანაირად არ მინდა განმეორდეს…… თუ სასწრაფოდ არ ვუშველე რამე ჩემ თავს…… წარმოგიდგენიაათ? წიგნის კითხვას ვერ დავუდე გული! მაშინ როცა სახლში 2000-მდე წიგნი მაქ და აქედან დაახლოებით ნახევარი 16 წლისას უკვე წაკითხული მქონდა, ხალხი დამცინოდა შენ ტელეფონების წიგნი რო დაგიდო იმასაც დიდი ინტერესით წაიკითხავო…… და ეხლა წიგნს ვერ ვკითხულობ……

რატომღაც სურვილი გამიჩნდა ამ ადამიანებს იცნობდეთ…… შეეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ეს სახეები……

Read Full Post »

მიშველეთ…

ამ პოსტს ვინც წაიკითხავს დარწმუნებული ვარ იფიქრებს რო მე ძალიან მაგარი ეგოისტი ვარ, ყველას თავზე ვახვევ ჩემ პრობლემებს, ვითხოვ რო შემიბრალონ, მსიამოვნებს როცა ვებრალები ვინმეს….. მაგრამ მართლა გეუბნებით არა ვარ ეგეთი, მართლა ძალიან ცუდად ვარ….. ესე ცუდად კაი ხანია არ ვყოფილვარ, უკვე ნევროზი მაქვს სერიოზული, ორონდ არ გეგონოთ რო ვაზვიადებდე მართლა ეგრეა, ზუსტად ის სიმპტომები მაქ რასაც მედიცინაში ნევროზს უწოდებენ. ყველა მარტო იმას ფიქრობს რო მე რკინის ნერვები მაქ, ყველა ფიქრობს რო მე ყველას მოსმენა, ყველას სევდის და დარდის გაზიარება შემიძლია, ყველა თავის გასაჭირს მე მიყვება იმ პრინციპით რო გაზიარებული მწუხარება ნახევარი მწუხარებაა, გაზიარებული სიხარული კი ორმაგი სიხარული. მაგრამ ყველა რატომღაც ცუდს მიყვება და მელაპარაკება, ცუდს მიზიარებს. რა მოხდება ხალხო ერთი კარგი მეც მითხარით, ერთხელ მეც გამახარეთ, კარგი ამბავი მომენატრა, დედას გეფიცებით მომენატრა ვინმეს ბედნიერების გაგონება. ყველა რო თქვენ გასაჭირს მიყვებით მეც მკითხეთ აბა, იქნებ მეც მიჭირს, იქნებ მტკივა, მეც ადამიანი ვარ ხალხო გაიგეთ!!! თქვენნაირი ადამიანი ვარ….. მეც გამაჩნია გრძნობები და მეც მტკივა ტკივილი, მეც მიხარია სიხარული…… გაიგეთ ხალხო მეც მაქვს პრობლემები, ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს. აღარ შემიძლია უკვე ესე გაგრძელება, მალე ან ჭკუიდან შევიშლები ან კიდე თავს მოვიკლავ….

Read Full Post »