Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2010

Corvette [Part II]

C4 [1983-1996]

მეოთხე კორვეტის დიზაინი მის წინამორბედებთან შედარებით წარჩინებული დიზაინით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ის ფლობდა სერიოზულ აეროდინამიკულ თვისებებს. ხოლო მისი ტექნიკური მხარე კარგად იყო მოფიქრებული. მაგრამ… სიმძლავრეზე დაწესებული გადასახადების გამო წარსულს ჩაბარდა ვეებერთელა, დიდკუბატურიანი Big Block-ი. ახლა კორვეტს ყველაზე ძლიერი 5,7ლ–იანი ძრავიდან მხოლოდ 230 ცხ.ძ–ის გამომუშავება შეეძლო. ეს რათქმაუნდა ვერც კი ედრებოდა 300–390 ცხ.ძ–იან C3-ს. მაგრამ ფლობდა რა სხვა კარგ თვისებებს, მეოთხე თაობის კორვეტს თავისი წინამორბედების სახელი არ შეულახავს. ხოლო 1986–ში კაბრიოლეტიც დაბრუნდა… სულ აწყობილ იქნა 358 180 ეგზემპლარი. 1990–ში C4-ის ბაზაზე აიწყო პირველი ZR1. (more…)

Advertisements

Read Full Post »

Corvette [Part I]

C1 [1953-1962]

Motorama-ს ავტოსალონზე 1953 წარდგენილ იქნა ამერიკისთვის სრულიად ახალი ავტომობილი—ორკარიანი კუპე Chevrolet Corvette. მან მიიღო მსუბუქი, პლასტმასის ძარა მეტალის კარკასით, რომელიც მძლავრ ჩარჩოზე იდგა. მას ქონდა ერთ მწკრივში ჩალაგებული ექვსცილინდრიანი ძრავი, 3.9 ლიტრი მუშა მოცულობით და 150 ცხ/ძ-ით.[იმ დროისთვის ეს სრულიად საკმარისი იყო] მას ხიდთან ორსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი “Powerglide” აკავშირებდა. სულ დამზადდა 300 ეგზემპლარი, მას ორფერი საღებავი ქონდა, წითელი და თეთრი… (more…)

Read Full Post »

როგორც ალბათ შეამჩნევდით XXI საუკუნე დაიწყო, ელექტრო მობილების, ეკონომ მობილების და ა.შ. მობილების საუკუნე, ნამდვილი ავტომოყვარულისთვის უკვე ცოტა უინტერესო გახდა დღევანდელი ავტოწარმოება[ეს ჩემი სუბიექტური აზრია]. მართალია არსებობს ბრენდები რომლებიც დღესაც უშვებენ ნამდვილ, მძლავრ ავტომმობილებს, რომლებშიც კვლავ იგრძნობა მამაკაცური ძალა, მაგრამ ეს ჩემი აზრით მეოცე საუკუნესთან შედარებით იშვიათობაა. პირადად მე თუ შემეკითხებით ჩემთვის უფრო საინტერესო წინა საუკუნის კუთხოვანი ფორმები და საშინლად დიდი მოცულობის მქონე V8-ებია, რომლებიც მოძრაობისას თითქოს იღრინებიან და გზის გათავისუფლებას მოითხოვენ.თუ შევადარებთ ძველ და ახალ კლასიკას შეიძლება გაკვირვებულებიც დავრჩეთ, შეიძლება ძველ, უხეშ, ტლანქ ძალასა და ზრდილობიან, კულტურულ ტექნოლოგიებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდეს. (more…)

Read Full Post »

დღესდღეობით როცა ქუჩაში გადავადგილდები, ან ტრანსპორტით ვმგზავრობ ან უბრალოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ვხვდები ყოველი მხრიდან მესმის [ჩემი თაობის გოგო–ბიჭებზე მაქვს საუბარი], რომ ტრადიციები რომლებიც შემოგვრჩა არის წარსულის გადმონაშთი, თავი არ უნდა შევიზღუდოთ, უნდა ვიყოთ თავისუფლები, არ უნდა მივცეთ უფლება ვინმეს ან რამეს რომ შეგვბოჭოს, უნდა ვადიდოთ დემოკრატია და ა.შ. და ეს ეხება ძალიან ბევრ ძირძველ ქართულ ტრადიციას, რომელზეც გაიზარდნენ პირადად ჩემი მშობლები, და მათი მამა–პაპა. მოდით დავიწყებ იმ ტრადიციაზე საუბრით, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა: ქალწულობის ინსტიტუტი. ჩემი ასაკის თბილისის მოსახლეობა [რაიონებამდე ამ “ცივილიზაციას” ჯერ არ ჩაუღწევია] თავიდან ბოლომდე თვლის და უფრო მეტიც, დარწმუნებულია იმაში, რომ არათუ აუცილებელია ის რომ ქმარს ქალიშვილად ჩაბარდე, არამედ პირიქით, სასურველიც არ არის, რომ გოგომ თავისი სისპეტაკე და სიწმინდე ქორწინების პირველ ღამეს ქმარს მიუძღვნას. გამოცდილი და მცოდნე ქალი უნდა თურმე თითქმის ყველას[ვიმეორებ,საუბარი მაქვს ნაწილზე და არა ყველაზე]. ვინმეს თუ შეუძლია რომ ამიხსნას რატომაა ეს ტრადიცია ძველმოდური და “ხმარებიდან ამოსაღები”? მე შემიძლია აგიხსნათ საპირისპირო: ვეთანხმები იმ წყვილებს რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ ქორწინება და თავის გრძნობებში და მიზნებში დარწმუნებულნი არიან თუ ისინი არ დაუცდიან მაინცდამაინც ქორწილს და ჯვრისწერას და შეერწყმიან ერთმანეთს, მე ეს მესმის იმიტომ, რომ თუ შენ დარწმუნებული ხარ რომ ამ ადამიანის უნდა გახდე, უბრალოდ აღარ აქვს ლოდინს აზრი, შენ შენი პატიოსნება დაუმტკიცე უკვე, უერთგულე სასურველ და საყვარელ მამაკაცს. მაგრამ როცა გოგო წვება იმ ადამიანთან რომელთანაც აკავშირებს მხოლოდ ის ერთი ღამე და მეტი არაფერი მე ამ ადამიანს ვერ გავუგებ. დღეს ერთთან დაწვები, ხვალ მეორესთან…. თუ გავაჩერებთ ქუჩაში ნებისმიერ ახალგაზრდა ბიჭს 99% მათგანი გვეტყვის რომ მისი ცოლი აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს, მაგრამ თუ სხვა ქალიშვილ გოგოსთან ექნება ურთიერთობა მაგრამ მის შერთვას არ აპირებს ყველანაირად ეცდება მის შეცდენას და სულ აღარ აინტერესებს იმ ადამიანის ცხოვრებაში ხვალ რა დღე დადგება. ეს ჩემი აზრით ამოუწურავი თემაა და ამაზე კამათი მუდმივად შეიძლება, ყველას თავისი აზრი გააჩნია, ასე რომ მოდიტ ამ წუთას ჩემთვის საინტერესო მეორე თემას შევეხოთ: ქართული სუფრა, სტუმარ–მასპინძლობა. ამიხსენით რატომაა ქართული სუფრა მარაზმი? რატომაა თამადა დიქტატორი და სადღეგრძელოები ერთმანეთისთვის უსაპნოდ შეძვრომა? გეთანხმებით იმაში რომ არ ვარგა და ვერც მე ვიტან უაზროდ გალეშილ ხალხს, ლიტრანახევრიან სასმისებს, ერთმანეთის კუჭის კუბატურის გაზომვას, უაზრო ყაყანს, ცხიმიანი ტუჩებით მტლაშამტლუშს, შემთვრალ–შეზარხოშებული პატარა ბიჭების უაზრო კამათს და საქმის გარჩევას და ა.შ. ამაში ბევრია ცუდი მაგრამ ნუთუ კარგი აღარ დარჩა. მე ვფიქრობ და მეტიც, კატეგორიულად ვამტკიცებ: თუ სუფრას კარგი, მცოდნე, განათლებული და ღირსეული თამადა უძღვება ის სუფრა მართლაც აკადემიაა. ჩემი აზრით ქართული სუფრა იდეალური მაშინაა როცა ყველას აქვს იმდენი შეგნება რომ ერთმანეთს მოუსმინოს, როცა თამადას შეუძლია იპოვოს ოქროს შუალედი 3 სიტყვიან და 40 წუთიან სადღეგრძელოს შორის, როცა არ სვამენ იმისთვის რომ გაითიშონ, როცა ყველას შეუძლია პატარ–პატარა წვლილი შეიტანოს და გაალამაზოს სუფრა, იქნება ეს ლექსი, კაფია თუ სიმღერა, დროული და მოსწრებული ხუმრობა და ა.შ.
ვისაც გინდათ მურთაზი დამიძახეთ მე ეს არ მეწყინება, მაგრამ თუ დამისაბუთებთ რატომ ვარ მტყუანი, მე ბოდიშს მოვიხდი და ამ პოსტს დიდი წითელი ასოებით დავაწერ: შეცდომა!!!

Read Full Post »