Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ძალიან მინდა ჩემი ბლოგი განვითარდეს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ამისთვის კი უფრო მეტი ნაყოფიერი შრომაა საჭირო, უფრო მეტი პოსტი და ახალი იდეა, ოღონდ არა ხალტურშიკური იდეა.

როგორც უკვე შეამჩნევდა “მუდმივი მკითხველი” მე სვითის გაკვეთილებს ვერ შევუერთდი და ჩემი ბლოგის განვითარებისთვის ესეთი რაღაც მოვიფიქრე: უფრო ხშირად ვესტუმრები სხვადასხვა ბლოგებს და მათი პოსტებიდან ზოგიერთს [რომელიც უფრო მომეწონება] გამოვიყენებ ჩემი პოსტის იდეად. მოკლედ რომ ვთქვა იდეებში ვიჭრები და ამაში ცოტა ხელის წახმარება მჭირდება. მაგრამ ქურდბაცაცა არავის ვეგონო! ნურას უკაცრავად, ეს პოსტები მხოლოდ და მხოლოდ © იარლიყით იხილავს დღის სინათლეს და მხოლოდ იმ ბლოგერის თანხმობით რომლის ბლოგიდანაც არის აღებული ესა თუ ის თემა.

Advertisements

დაახლოებით ერთი კვირის წინ მე და ილია [ელიაძე] მეორე კორპუსთან ვიდექით და ვბჭობდით იმაზე თუ რომელი ვიყავით გაზგასული ბორჯომივით და რომელი გამორთული მაცივარივით, აგრეთვე იმაზეც რომ გვშიოდა და რამეს თუ არ მოვიმოქმედებდით ამის აღსაკვეთად ილიასი არ ვიცი მაგრამ ჩემი კუჭი მალე ცოცხალ-მკვდარს მაგინებდა. ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტეთ და გავწიეთ ალბათ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი სწრაფი კვების ობიექტისაკენ სახელად “ორი ლულა”. რათა ორი ლობიანითა და ერთი ხაჭაპურით შევნაყრებულიყავით და ახლა ამ მომენტის კულმინაცია რისთვისაც პოსტის ამ ნაწილს ასე გულდასმით აღვწერ: ჩვენ შევძელით ის რაც აქამდე კაცობრიობამ ვერ შეძლო: ერთი ნახევარლიტრიანი კოკა-კოლით “ვიგრიალეთ” :D არამგონია ვინმე მიმხვდარიყო ამის აზრს ამიტომ აგიხსნით: როცა ზემოხსენბულ კერძებს ვუკვეთავდით მიმტანმა გოგონამ შემოგვთავაზა რაიმე გამაგრილებელს ხომ არ ინებებთო [სად ცხელოდა?], ილიამაც ხურდები[!] გადათვალა და დიდსულოვნად უპასუხა: მოიტა ერთი კოკა-კოლა, თუ გრიალია გრიალი იყოსო, აქეთ ჩვენ გვეჭირა მუცლები ხელით იქით იმას :D
ის ის იყო “ორი ლულიდან” ისევ მეორე კორპუსში ამოვბრუნდით და ჰოი საოცრებავ!!! აღმოჩნდა რო იმ დღეს ერთერთი ახლადგაცონობილი კურსელის დაბ.დღე იყო, ჩვენც ჩვენს თანატოლს ხომ არ ვაწყენინებდით, გავყევით ნახალოვკის ყველაზე შორეულ წერტილში, ერთ ნაქირავებ ოთახში და სამი შეკვრა ხინკლით “ვიქეიფეთ”. აი კადრებიც ამ ნადიმიდან
ეს ის ღვინოა[ღვინო რა,ღვინის ნაწილი] რომლითაც ყელი ჩავიკოკლოზინეთ:

ეს კი ცოტა უცნაური სანახაობა [ყოველ შემთხვევაში ჩემთვის]


ელიაძე ხინკალს კეჩუპით მიირთმევს, მარტო კეჩუპით რა უშავს? თან პურს ატანს :D
თამადად ზემოთ უკვე მრავალგზის ნახსენები ელო დავნიშნეთ, ის კი იტყოდა ორ სიტყვას და….. რაც მე ვერ დაგლოცოთ აგერ ბარონმა დაგლოცოთ და გადმომილოცავდა :D ცოდვა გამხელილი ჯობია და სუ ორჯერ ქნა ეგრე და მეც რა მინდოდა საღადაო საგნად გავიხადე.

პაუზა….

ალბათ იმ რამოდენიმე მკითხველთაგან რომლებიც ჩემს ბლოგს ყავს[:D] უმეტესი ნაწილი შენიშნავდა რომ ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა. ამის მიზეზებს სხვა დროს მოგითხრობთ ეხლა კი იმაზე მოგიყვებით თუ რა სიახლეებია ჩემს პირად ცხოვრებაში ან თუნდაც კარიერაში. მოდით ამ უკანასკნელიდან დავიწყებ, ოღონდ ძალიან მწარედაც ნუ გამაკრიტიკებთ. მაშ ასე: მუშაობა დავიწყე პრესის გავრცელების სააგენტო “ელვასერვისში”, ფოსტალიონი ვარ რა, ვიცი რო დიდი ვერაფერია და არც დასაკვეხად მაქ საქმე მაგრამ ამ წუთითვის ჯერჯერობით უკეთესი ვერაფერი ვიშოვე. ხელფასი სულ რაღაც 100 GEL მაქვს :( მეტი არ გერგებაო. ყოველ დილას 5-6 საათზე ვდგები და საბურთალოს ვამარაგებ ყოველდღიური პრესით
ფოსტალიონი
ბოდიშს ვიხდი ესოდენ მოკლე პოსტისთვის და პირობას გაძლევთ რომ უფრო ხშირად მოგაწვდით ინფორმაციას.

დღეს სათვალე გავაკეთე როგორც იქნა :) თითქმის მთელი თვეა ჩარჩო გამიტყდა და დღეს მოვიგდე ფული ხელში და ახალ ჩარჩოში გადავატანინე :) დიდი არაფერი მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მგონი. აი:

და კიდე ოპტიკიდან რო გამოვედი საკანცელარიო საქონელი ქონდა კაცს იქვე და ეს ბლოკნოტი მომეწონა და ვიყიდე, რაღაცის დაწერა რო მინდა ხოლმე ბლოგისთვის სუ რაღაც ფურცლების ნაგლეჯებზე ვწვალობ და ამის მერე მექნება ბლოკნოტუკა :) აი ისიც:

26/07/2009 კვირა

01:15……

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება….. არა, არა სტოპ! მოიცა! კაი შუაღამე კი არი [ორის თხუთმეტი წუთია] მაგრამ ეს შუაღამე არც იწვის და წემ ბოლეე არც დნება [ვინ აცდის? ისეთი წვიმა უხათქუნებს მუხიანის შემოგარენში რო ლამის ფანჯარა დავხურო და დედაჩემის პლედი მოვიხურო :D] Continue Reading »

ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ რატო ხდება რო ყოველთვის ამ ორ ადამიანს შორის არის უთანხმოება? ერთის ქმრის [შეყვარებულის] და მეორის შვილისთვისთვის. თითქოს ვერ გაუყვიათ ეს ერთი ადამიანი. ეხლა მე პირადად ჩემ თავზე ვწერ მაგრამ როგორც წესი ეს სიტუაცია ყველასთვის ასეა, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.ყველა ყოველთვის ამბობს რო დედას და შეყვარებულს მამაკაცის გულში თავ-თავიანთი განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, და ჩემი აზრითაც ესეა, აბა მე გიჟი კი არ ვარ რო დედა უფრო მეტად მიყვარდეს ან შეყვარებული, მეც ისევე მიყვარს ორივე როგორც ყველა ნორმალურ, ჩვეულებრივ კაცს. ამ ორ სიყვარულს უბრალოდ ვერ შევადარებ ერთმანეთს, შეუძლებელია მათი შედარება, ამას მხოლოდ სულელები აკეთებენ, და ის დედა და შეყვარებულიც სულელები არიან რომლებიც მამაკაცს ეცილებიან ერთმანეთს, არცერთს არ უნდა შეიგნოს რო ორივე მიყვარს, შემოვეფხრიწები ხელში ერთხელაც და ვერ მიხვდებიან. არ ესმით რო შეყვარებული რა სიყვარულითაც მიყვარს ამ სიყვარულით ამ ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანზე მეტად არავინ და არაფერი არ მიყვარს, მართლა მირჩევნია სიცოცხლეს და სიგიჟემდე მიყვარს, და ანალოგიურადაა რათქმაუნდა დედაც, როგორ შეიძლება იმ ადამიანისადმი გრძნობა რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა, გაგაჩინა, ამდენი ტანჯვა და ტკივილი გადაიტანა, გაგზარდა, კაცად აღგზარდა, ამხელა ამაგი აქვს შენზე სხვა ადამიანის სიყვარულს შეადარო? მითხარით ხალხო თუ რამე მეშლება და ვცდები რამეში, დედა უფრო მეტად უნდა მიყვარდეს? შეყვარებული უნდა დავთმო? თუ პირიქით? დედის ამაგი უნდა დავივიწყო და შეყვარებული ვარჩიო მშობელ დედას? ვერაფრით შევაგნებინე რა აღარ სემიძლია უკვე, ისედაც გიტარის სიმებივით მაქ ნერვები დაწყვეტამდე დაჭიმული და ესენი კიდე მიმატებენ რა, დილასაც შეყვარებულთან მაგაზე მოივიდა ჩხუბი რო დედაშენის გემოვნებით არჩეული შარვალი რატო გაცვიაო? ვერ გავაგებინე რო მარტო ვიყავი წასული და მე ვიყიდეთქო. მეტი გზა არ მაქ რა უნდა დავისვა ორივე ერთად და ველაპარაკო და გავარკვიო, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა შეიგნონ არა?

მაგრად დავიბენი უკვე რა, არა როგორ არ მქონია ესეთი შემთხვევები რო ყველაფერი ერთმანეთს გადაებმეოდა ხოლმე [одной бедой меньше не становится-ს პრინციპით] და ნერვებს ჯერ ნელნელა და საფუძვლიანად მერე კი უკვე მთელი ძალით მიწეწავდა, მაგრამ ეხლა უკვე მეტისმეტია რა. მთავარი რაც ამ წამს ყველაზე მეტად მოქმედებს მატერიალური [ რბილად რომ ვთქვათ ] სიდუხჭირეა, თორე ამას სიდუხჭირე კი არა სხვა რამე ქვია უკვე, კერძოდ სიღატაკე და კიდე უარესი, უბრალოდ ამის შესაბამის სიტყვას ვეღარ ვპოულობ. თან კიდე ეს რამის მორიგეობები, ღამის თევები და…. ღამის გათენება და უძილობა მართლა არაა ჩემთვის პრობლემა მაგრამ თან რო დაძაბული ხარ და მარტო შენი თავი არ გაბარია მართლა რთული ყოფილა. იცით რა სიტუაციაა?აი შენთვითონ ხარ ნორმალურ ხასიათზე, არც შიში, არც ნერვიულობა, არც დაძაბულობა, მაგრამ როცა შენთან ერთად მყოფი ადამიანი დაძაბულია, შეშინებულია, ვერ ამშვიდებ და პირიქით უფრო დ უფრო ცუდად გრძნობს თავს იმის შემხედვარე შენც იძაბები და ნერვიულდები, თითქოს იმის ხასიათი გადმოგედებაო ისეთი შეგრძნებაა…… კაი ვთქვათ ამ ღამემაც როგორც იქნა ჩაიარა და გავათენეთ, სახლში მოსულს უარესი სიტუაცია მხვდება [ ნეტა არ გათენებულიყო ] აქამდე სად იყავი? სხვის შვილს შენ რატო უნდა უთენო ღამეები? და ა.შ.რატო უნდა უთენო და იმიტო რო შეყვარებულია! ძნელი გასაგებია? თუ შეყვარებული მარტო იმას ნიშნავს რო მარშუტკაში ჩახუტებულებმა უნდა იმგზავროთ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდეთ? თან რაღაცნაირად ჩავიკეტე რა აღარაფერი არ მაინტერესებს, დეპრესიის მოახლოებას აშკარად ვგრძნობ, ერთხელ უკვე მქონდა ეგ პერიოდი და ძლივს გამოვედი, არანაირად არ მინდა განმეორდეს…… თუ სასწრაფოდ არ ვუშველე რამე ჩემ თავს…… წარმოგიდგენიაათ? წიგნის კითხვას ვერ დავუდე გული! მაშინ როცა სახლში 2000-მდე წიგნი მაქ და აქედან დაახლოებით ნახევარი 16 წლისას უკვე წაკითხული მქონდა, ხალხი დამცინოდა შენ ტელეფონების წიგნი რო დაგიდო იმასაც დიდი ინტერესით წაიკითხავო…… და ეხლა წიგნს ვერ ვკითხულობ……

რატომღაც სურვილი გამიჩნდა ამ ადამიანებს იცნობდეთ…… შეეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ეს სახეები……